მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა. ფრაქცია 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე გახდა. თავმჯდომარის მოადგილეები - რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
დღეს, პარლამენტმა, პირველ სხდომაზე ფრაქციები დააკომპლექტა და თავმჯდომარეები წარადგინა.
მანამდე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახლად არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობას.