ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელიც პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა, ოჯახს დაუბრუნეს

20 ნოემბერი 2024, 12:31 311 ნახვა

ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელიც ნოემბრის დასაწყისში უნივერსიტეტის ეზოში, პროტესტის ნიშნად საჯაროდ გაშიშვლდა, ბრალს არ წარუდგენენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირანის სასამართლოში განმარტეს, ახალგაზრდამ საავადმყოფოში მკურნალობა გაიარა და ოჯახს დაუბრუნდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ იყო ავად, გოგონა ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა", - განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგჰარ ჯაჰანგირმა.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულეს, რასაც გოგონას პროტესტი მოჰყვა და დააკავეს. მაშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტუდენტი "ავად არის“ და გადაყვანილია ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში