ბრაზილიაში დიდი ოცეულის სამიტი იწყება

18 ნოემბერი 2024, 10:01 230 ნახვა

რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი.

ბრაზილიამ დიდი ოცეულის ჯგუფის ლიდერების სამიტის ფარგლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დედაქალაქში ჯარები და  ჯავშანტექნიკა განათავსა, ასევე მზადყოფნაშია მოყვანილი საზღვაო ხომალდები. უპრეცედენტო ზომები გასულ კვირას ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს წინ განხორციელებულმა აფეთქებამ განაპირობა.

რიო-დე-ჟანეიროში პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც  ჩავიდა. სამიტის დაწყებამდე ბაიდენი ეწვია ამაზონის ტროპიკულ ტყეს. დღეს და ხვალ დიდი ოცეულის ჯგუფის წევრები საერთაშორისო  ინსტიტუტების რეფორმებამდე სიღარიბისა და შიმშილის საკითხებზე იმსჯელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში