ოლაფ შოლცი - ცოტა რამ შეიცვალა ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებებში და ეს არ არის კარგი ამბავი

17 ნოემბერი 2024, 19:48 242 ნახვა

ოლაფ შოლცი მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს რომ ეს საუბარი აჩვენებს იმას, რომ ომის მიმართ პუტინის დამოკიდებულებაში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი.

გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ პუტინთან საუბარი ღირდა, რათა გაეფანტა ილუზიები, თითქოს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმას აპირებს. ასევე საუბარი იყო ძალიან დეტალური.

ცნობისთვის, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს პარასკევს, 2 წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა ტელეფონით. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ შოლცმა პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი