უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთთან ომი მომავალ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს - ზელენსკი

16 ნოემბერი 2024, 19:17 182 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთთან ომი მომავალ წელს დიპლომატიის გზით დასრულდეს.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებით დაინტერესებული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ საუბარს, მხოლოდ, თავად დონალდ ტრამპთან აპირებს და არა მის რომელიმე მრჩეველთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი