ფესტივალი „განდაგანა“

15 ნოემბერი 2024, 14:44 101 ნახვა

22-23 ნოემბერს ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ უმასპინძლებს.  ფესტივალი ევროპის მოედანზე გაიმართება.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუმრებს საშუალება ექნებათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ ადგილობრივი  კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.  მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში