ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია

14 ნოემბერი 2024, 17:54 342 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტაძრის ფასადის, სამხრეთ კოშკის, კიბეების, ვიტრაჟების რესტავრაცია. რესტავრაციის პირველი ეტაპის ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.
ბათუმის საკათედრო ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში