ევროპარლამენტში კაია კალასის მოსმენა მიმდინარეობს

12 ნოემბერი 2024, 13:44 181 ნახვა

ჩინეთს უნდა დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა  რუსეთის მხარდაჭერისთვის, რომელიც მოსკოვს  უკრაინაში ომის გაგრძელებაში ეხმარება - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა  კაია კალასმა.

ბრიუსელში  მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება პრიორიტეტული საკითხია  ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის და მოუწოდა სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზის გაგრძელებისკენ.

ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით, კალასმა თქვა, რომ ევროკავშირში არსებობს ფართო შეთანხმება  ცეცხლის შეწყვეტის, დეესკალაციისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მოწოდებებზე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის "ურყევი ვალდებულებით".  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი