სერბეთში პროტესტი სარკინიგზო შემთხვევას მოჰყვა

12 ნოემბერი 2024, 09:05 193 ნახვა

ათასობით მომიტინგე შეიკრიბა სერბეთის მთავრობის შენობის წინ და  იმ პირების დაკავება მოითხოვა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურზე მომხდარ ინციდენტში, რომლის შედეგად  14 ადამიანი დაიღუპა.

ოპოზიციის აქტივისტები  იმედგაცრუებას  გამოხატავენ იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან დაუდევრობისა და კორუფციის გამო არავინ დაუკავებიათ და დაუსჯიათ. 

მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის და ნოვი სადის მერის მილან ჯურიჩის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში