უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 150 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

11 ნოემბერი 2024, 10:22 273 ნახვა

უკრაინაში საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში "შაჰედის" დრონებით თავდასხმის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა დაბომბეს მიკოლაევი, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიაზე - არის მსხვერპლი, დაშავდა სულ მცირე 9 პირი, მათ შორის, არიან ბავშვები.

უკრაინული მედიის ცნობით,  თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ასევე არასაცხოვრებელი შენობები. არიან დაშავებულებიც.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 150 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში