ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას - თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორები

10 ნოემბერი 2024, 20:16 311 ნახვა

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, - ამის შესახებ, დედაქალაქში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მოეწყო. 

აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“.

„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება. ვფიქრობდით გუნდში, რა იქნებოდა დღეს, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს გადაკეტვას მაინც, მაგრამ იმდენი ვართ, ორივე სანაპიროს გადავკეტავთ“,- განაცხადა ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრმა.

ვიდრე მსვლელობას გამართავდნენ, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან შეიკრიბნენ.

გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციას ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან, მობილიზებულია პოლიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში