პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არის სერიოზულად განწყობილი - ტრამპის მრჩეველი

09 ნოემბერი 2024, 20:53 196 ნახვა

ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ბრაიან ლანზამ „ბიბისისთან“ განაცხადა.

ლანზა, რომელიც ტრამპის პოლიტიკური მრჩეველი 2016 წლიდანაა, აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიმართვას პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მან წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ საკუთარი ვერსია.

„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არის სერიოზულად განწყობილი. როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენ თავად მიხედეთ თავს“, – განაცხადა ლანზამ.

როგორც ლანზა აღნიშნავს, აშშ-ის პრიორიტეტი მშვიდობა და მკვლელობების დასრულებაა.

„ის, რასაც ვაპირებთ, რომ უკრაინას ვუთხრათ, რას ხედავთ მშვიდობის რეალისტურ ხედვად. ეს არ არის გამარჯვების ხედვა, არამედ მშვიდობის ხედვა“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის სტრატეგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში