ევროკავშირმა, შესაძლოა, განიხილოს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის ამერიკული ბუნებრივი აირით ჩანაცვლების საკითხი - ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 ნოემბერი 2024, 13:01 231 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, განიხილოს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის ამერიკული ბუნებრივი აირით ჩანაცვლების საკითხი.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია თავიდანვე კარგი ურთიერთობების დამყარება ახალ ადმინისტრაციასთან.

„გავაგრძელებთ პოზიტიური ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფორმირებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც გუშინ დავიწყეთ; მეორეც, ვიმსჯელოთ საერთო ინტერესებზე – და არის საერთო ინტერესები, რაც გვაქვს – და შემდეგ გადავიდეთ მოლაპარაკებებზე. საერთო ინტერესებია, მაგალითად, ეს არის ერთი თემა, რომელსაც შევეხეთ, არ ვიტყოდი, რომ განვიხილეთ, მაგრამ გუშინ შევეხეთ, ეს გათხევადებული ბუნებრივი აირის თემაა. ჩვენ, კვლავ, ვიღებთ უამრავ გათხევადებულ ბუნებრივ აირს რუსეთიდან და რატომ არ შევცვალოთ ის, ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირით, რომელიც უფრო იაფია ჩვენთვის და ამცირებს ჩვენს ენერგეტიკულ ხარჯებს? ეს არის ის, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ დისკუსიაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში