საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ

09 ნოემბერი 2024, 11:57 221 ნახვა

ევროპული საბჭოს არაფორმალურ სამიტზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა ვერ შეძლეს. საკითხს 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე იყო ცნობილი, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოზე უნდა ემსჯელა, საქართველოს შესახებ არ უსაუბრიათ არც  მედიასთან შეხვედრის დროს, სადაც კითხვებს ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შარლ მიშელმა და ვიქტორ ორბანმა უპასუხეს.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია რომ დეპუტატებმა საქართველოს შესახებ დებატებისთვის დრო ვერ გამონახეს, ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან ნატალი ლუაზო გამოეხმაურა. წერს, რომ „ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ, რუსეთმა კი გამონახა დრო, თავის კონტროლს დაუქვემდებაროს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში