შუახევში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კომპიუტერები გადაეცათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს , რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. წელს პროგრამით 17 შუახეველი მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის მიზანს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.