5 ადამიანი დაიღუპა არიზონაში მომხდარი ინციდენტის შედეგად

07 ნოემბერი 2024, 13:50 255 ნახვა

აშშ-ის არიზონის შტატში ინციდენტის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი. შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას  თვითმხილველები სოციალურ ქსელში აზიარებენ.  მათი თქმით,  ძლიერი ხანძარი და კვამლი გაჩნდა მას შემდეგ, რაც პატარა თვითმფრინავი  აეროპორტის ღობეს დაეჯახა. 

პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ თვითმფრინავში მყოფი ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეხუთე კი მიღებული დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში