კიევზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები

07 ნოემბერი 2024, 10:51 228 ნახვა

კიევზე რუსული დრონებით თავდასხმა  რამდენიმე საათის განმავლობაში  გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე და ქალაქის გარეუბნებში ოკუპანტის 30-ზე მეტი დრონი გაანეიტრალა.

საჰაერო თავდასხმა კიევის ექვს რაიონში განხორციელდა, დაზიანებულია სახლები, დაშავებულია ორი ადამიანი. დრონების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა რვა საათის განმავლობაში ისმოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში