შეხვედრა მაგიდის ჩოგბურთში სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულ ანასტასია ჩხარტიშვილთან 

05 ნოემბერი 2024, 10:19 220 ნახვა

რიგაში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე მაგიდის ჩოგბურთში 19-წლამდელთა შორის 15 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა გაიმარჯვა. ის პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც სარეიტინგო ტურნირი მოიგო. შეჯიბრებაში ევროპის 13 ქვეყანა მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენი ჩემპიონი ისე გახდა, რომ ერთი გეიმიც კი არ წაუგია. ფინალში ანასტასია ჩხარტიშვილმა ლიეტუველი სპორტსმენი 3:0 დაამარცხა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩემპიონს სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. თავად სპორტსმენმა კი ხელი მოაწერა მაგიდის ჩოგბურთის ჩოგანს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა.

სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებას და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ჩხარტიშვილი 15-წლამდელთა შორის ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული სერიების გამარჯვებულიცაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში