აჭარაში, სოფლად არსებული განთავსების ობიექტის 100 მეპატრონეს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგი უტარდება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარატმენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კოტეჯების მფლობელებს, უმზადებს მათ ფოტო-ვიდეო მასალას (რილსების სახით), ასწავლის როგორ შექმნან ან განავითარონ უკვე არსებული სოციალური მედიის პლატფორმები ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე.
სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.
პროექტისთვის წინასწარი კვლევის საფუძველზე შეირჩა ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებსაც ნაკლებად გამართული ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური მედიის გვერდები.