ბათუმელმა ფრენბურთელებმა ეროვნული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს 

04 ნოემბერი 2024, 08:55 281 ნახვა

ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურს ბათუმმა უმასპინძლა. ვაჟთა და ქალთა გუნდები „ქუთაისის“ გუნდებს დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩში ბათუმის გუნდებმა ქუთათურები 3:0 დაამარცხეს.

მეორე ტურში მცხეთაში გაიმართება.

ქალთა გუნდი 9 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება, 10 ნოემბერს კი ვაჟთა გუნდი გორს ეთამაშება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში