აჭარის ტელევიზია 37 წლისაა

04 ნოემბერი 2024, 10:12 587 ნახვა
 

აჭარის ტელევიზია დღეს იუბილარია, არხი 37 წლისაა.  პირველი გადაცემა  აჭარის ტელევიზიის ეთერით მაყურებელმა 1987 წლის 4 ნოემბერს იხილა. თავდაპირველად არხმა მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო. 1999 წლიდან კი ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.  არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო  დეპარტამენტი იყო. უკვე 10 წელია  კი  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს. ტელევიზიამ 37 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა. 

არხი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით არაერთხელ შეფასდა დაბალანსებულად და მიუკერძოებლად.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში