დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

04 ნოემბერი 2024, 10:05 335 ნახვა

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. სპეციალისტების ინფორმაციით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

18 ოქტომბერს დაიწყო ვაქცინაციის პირველი ეტაპი ძირითადად რისკ-ჯგუფებში შემავალი კატეგორიისთვის  და აჭარაში 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში