ესპანეთის ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ათწლეულების განმავლობაში - ასე უწოდებენ სტიქიას ესპანეთში, რომელსაც სულ მცირე 205 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 202 ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში ვალენსიაშია, განაცხადეს რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ყოველ დღე იბრძვიან ადამიანების გადასარჩენად და ცხედრების გამოსაყვანად.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის 4 რეგიონი, მათ შორის ვალენსია კვლავ რჩება რისკის ზონად. სტიქიის ზონაში ქუჩები კვლავ ჩახერგილი რჩება დამტვრეული მანქანებითა და ნარჩენებით. მაცხოვრებლების ნაწილი სახლების დატოვებას კვლავ ვერ ახერხებს. ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ არ არის ელექტროენერგია, წყალი ან სტაბილური სატელეფონო კავშირი.