დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

02 ნოემბერი 2024, 12:28 353 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე – 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი