105 წელი ტიტანიკის ჩაძირვიდან

14 აპრილი 2017, 00:00 32991 ნახვა

ზუსტად 105 წლის წინ, 1912 წლის 10 აპრილს ტიტანიკი საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი ვიდრე გეზს დასავლეთისკენ აიღებდა, გზად შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და დამატებით მგზავრები აიყვანა.

პორტის დატოვებიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, გემის დროით 22:40 საათზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა და 2 საათისა და 40 წუთში გემი ჩაიძირა.

აისბერგთან შეჯახებიდან ერთ საათში, ტიტანიკის კაპიტანმა სმიტმა ბრძანება გასცა​ ​ოკეანეში ჩაეშვათ სამაშველო ნავები, რათა ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია დაწყებულიყო.

კატასტროფამ, საბოლოო ჯამში 1500-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2220 მგზავრიდან გადარჩენა 700-მდე ადამიანმა შესძლო, რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.

დიდი მსხვერპლი, ნაწილობრივ, იმით იყო განპირობებული, რომ არავინ ელოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო გემის ჩაძირვას. ტიტანიკზე საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1178 ადამიანზე იყო გათვლილი, გემზე კი ორჯერ მეტი მგზავრი იმყოფებოდა. 

ტიტანიკის მშენებლობა 1909 წლის 31 მარტს დაიწყო. ბელფასტში, ირლანდიაში და 1912 წლის 2 აპრილს დასრულდა. პროექტის ღირებულებამ $ 7.5 მილიონი შეადგინა, რაც დღეს, დაახლოებით, $ 400 მილიონი დოლარს უტოლდება.
გემის სიგრძე 269,1 მეტრი იყო, სიგანე 28,19 მეტრი. სიმაღლე კი 18,5 მეტრს აღწევდა. გემის წონა 46.328 ტონა იყო. მას შეეძლო მაქსიმალური სიჩქარის განვითარება და იგი 23 კვანძს შეადგენდა. 

ეს კი ტიტანიკის ზომებია - ის რამოდენიმეჯერ აღემატებოდა თანამედროვე თვითმფრინავს.


 

ტიტანიკზე მგზავრთა და გადარჩენილთა რაოდენობა: 


პირველი კლასით 324 ადამიანი მგზავრობდა - 201 გადარჩა.
მეორე კლასით კი 277 მგზავრი იყო  - 118 გადარჩა.
მესამე კლასის მგზავრი გემზე 708 იყო - 181 გადარჩა.
რაც შეეხება ეკიპაჟის წევრებს, მათი რაოდენობა 885 იყო - 212 გადარჩა.

ასევე, ტიტანიკის ბორტზე 13 ფოსტალიონი და მუსიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდნენ, არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.

კაპიტანი სმიტი გემს ოკეანის ფსკერზე ჩაჰყვა  და მისი ცხედარი ვერ აღმოაჩინეს.

საინტერესო ინფორმაცია:

2009 წლის 31 მაისს,  ტიტანიკზე ბოლო გადარჩენილი ქალი, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2012 წლის 31 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, სადაც ტიტანიკი აშენდა, გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ''ტიტანიკის ატრაქციონი''.

2015 წლის 30 სექტემბერს გაიმართა აუქციონი, სადაც ტიტანიკის პირველი კლასის ლანჩ-მენიუ გაიყიდა 88 ათას დოლარად.
ასევე, დაბეჭდილი ბილეთი, რომელიც განკუთვნილი იყო თურქული აბანოს სავარძლისთვის, რომლის ღირებულება 11 ათას დოლარი იყო.

ამავე წელს, ასევე 7500 დოლარად გაიყიდა წერილი, რომელიც თითქოსდა იმ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელმაც  ეკიპაჟის წევრი მოისყიდა სამაშველო ნავის მოსაპოვებლად. 








წყარო: CNN Library

ანიმაციური ვიდეო:: National Geographic

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში