დღეს ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა , რომელიც სამხრეთ კორეამ შეაფასა, როგორც "არაკანონიერი და დაუფიქრებელი პროვოკაცია". ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფრენა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება აჩვენებს ჩვენს ნებას, ვუპასუხოთ მტრებს. მისივე თქმით, ეს იყო შესაბამისი სამხედრო მოქმედება. შეერთებულმა შტატებმა რაკეტის გაშვებას გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის უხეში დარღვევა უწოდა.