რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა.
ამასთან, გუშინ ღამით რუსებმა ოდესის რეგიონს დაარტყეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, მათ, დაახლოებით, 10 რაკეტა ისროლეს.