ისრაელის არმიის განცხადებით, ლიბანში 100-ზე მეტ სამიზნეზე საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიკვიდირებულია ჰეზბოლას ათობით ტერორისტი. თავდასხმების ამსახველ ვიდეომასალას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ორი უფროსი მრჩეველი ხვალ ისრაელში გაემგზავრება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, რომელმაც რამდენიმე კვირაში ლიბანში ომი უნდა დაასრულოს.