ალბანეთში ექს-პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებენ

30 ოქტომბერი 2024, 13:05 455 ნახვა
00:00
00:00

ალბანეთის პოლიცია დაუპირისპირდა ოპოზიციის მომიტინგეებს,  რომლებმაც სამი საათის განმავლობაში დედაქალაქ ტირანამდე მიმავალი ძირითადი გზა გადაკეტეს. აქცია კორუფციის ბრალდებით ყოფილი პრეზიდენტის ილირ მეტას დაკავებას მოჰყვა.

მეტა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სიდიდით მეორე ოპოზიციურ თავისუფლების პარტიას,  21 ოქტომბერს დააკავეს.  იგი უარყოფს ყველა ბრალდებას და ამჟამინდელ პრემიერ ედი რამას მის წინააღმდეგ დევნაში ადანაშაულებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი