გასულ ღამეს რუსეთმა ხარკოვის სამ რაიონზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაზარალდა შევჩენკოვსკის, სალტოვსკისა და ხოლოდნოგორსკის რაიონები. თავდასხმის შედეგად დაშავდა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი.
საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევიც. დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
შესაბამისი უწყებები ზარალის მასშტაბების დადგენას და დაზარალებულთათვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენას განაგრძობენ.