არჩევნები 2024 - ხულო

27 ოქტომბერი 2024, 12:48 357 ნახვა

წინასწარი მონაცემებით ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. პარტიამ  60 პროცენტზე მეტი მიიღო. მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებშიც. ხულოს დელეგატი უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე იქნება. ხულოში წელს 23 221 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14 ათასზე მეტმა. ელექტრონული წესით არჩევნები 29 უბანზე ჩატარდა. არჩევნებს ხულოშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში