ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა

20 ნოემბერი 2024, 13:22 323 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები  უკვე დაამზადა.

განცხადებაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს აღნიშნულია, რომ  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით იმოქმედა და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო პარლამენტის არჩეული წევრებისთვის მანდატების დამზადება. 

ცესკო-ს განმარტებით, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში