ხვალ, 18 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შეაჯამებს.
ინფორმაციას უსკო ავრცელებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციის სტატუსით კი, უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელთაც ჯამში, 8 მანდატი ექნებათ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მანდატები ასე ნაწილდება:
N41 - "ქართული ოცნება" - 13 დეპუტატი
N4 - კოალიცია „ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“ - 1 მანდატი
N5- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 4 მანდატი
N9 - „ლელო ხალხისთვის“ - 1 მანდატი
N-25 – „გახარია საქართველოსთვის“ - 2 მანდატი
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭო, ჯამში, 21 დეპუტატითაა დაკომპლექტებული.
წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში, მხოლოდ, ორი პარტია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა იყო წარმოდგენილი.