საქართველოს აიკიდოს ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ფედერაციის ასოცირებულ წევრად აღიარეს

25 ოქტომბერი 2024, 09:44 634 ნახვა

იაპონიის დედაქალაქში ჩატარდა მსოფლიო აიკიდოს  ფედერაციის მე-14 საერთაშორისო ასამბლეა, რომელშიც 88 ქვეყანა მონაწილეობდა. აიკიდოს მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გაერთიანებაში 12 ახალი ქვეყანა ოფიციალურად, ხმის უფლებით მიიღეს და მათ შორის იყო საქართველოც, რომლის ასოცირებულ წევრად მიღებას მხარი ოთხმოცდარვავე ქვეყანამ დაუჭირა.

მსოფლიო ასამბლეაზე ჩვენს ქვეყანას საქართველოს აიკიდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ გოგუაძე და გენერალური მდივანი გოდერძი გორაძე წარმოადგენდნენ.

ასამბლეის დასრულების შემდეგ ჩატარდა ხუთდღიანი სემინარი, რომელიც მსოფლიოს ოცმა უძლიერესმა ოსტატმა შიხანმა ჩაატარა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი