ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს - ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2024, 13:56 167 ნახვა
 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს.

„ამ უაღრესად რთულ დროს ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. გისურვებთ სიმტკიცეს, ერთობას და მშვიდობას ამ ტრაგედიის შედეგებთან საბრძოლველად. ვუცხადებ თანადგომას თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნავს პრემიერი.

ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსმხელი განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. ცნობისთვის, სახელმწიფო კომპანია აწარმოებს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ასევე დრონებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი