“ჭამის წინ და ჭამის შემდეგ დაიბანეთ ხელები” – ეს წარწერა ჩაისუბანში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სასადილოშია გამოკრული, ონკანში კი წყალი არ მოდის. ამორტიზებული სააქტო და სასპორტო დარბაზები, დაზიანებული სასადილო - გიყვებით ჩაისუბნის საჯარო სკოლაზე, სადაც 400-მდე მოსწავლე და 45 პედაგოგია. სკოლის ადმინისტრაციამ, შენობის რეკონსტრუქციის თხოვნით, წერილი სამინისტროს გასულ წელს გაუგზავნა. 1984 წელს აგებულ შენობას მთავრობამ 5 წლის წინ მხოლოდ ფასადი შეუღება.