ფერეიდნელი კალიგრაფისტის, ჰელენ იოსელიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო დღეს ბათუმის მწერალთა სახლში. გამოფენის პარალელურად წარმოშობით ქართველი კალიგრაფისტი ბათუმელ მწერლებსა და პოეტებს შეხვდა.
ისაუბრეს ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და იქ შემონახულ ქართულ კულტურასა და ადათ-წესებზე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო ჰელენ იოსელიანიოს შეხვედრა ბათუმის მწერალთა სახლში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციის „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ ფარგლებში მოეწყო. რაც შეეხება ფერეიდნელ კალიგრაფისტს, მისი ნამუშევრების გამოფენა ბათუმში პირველად მოეწყო.