სასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა

22 ოქტომბერი 2024, 11:08 236 ნახვა

ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2024 - 26 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღონისძიებას ყოველწლიურად 150 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს 200 ქვეყნიდან.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია სამ სხვადასხვა თემატურ პავილიონშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკლოვანი კულტურები, სუნელები, კონსერვირებული საკვები, სოუსები. გამოფენა 23 ოქტომბერს დაიხურება.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტთან „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

ქართული კომპანიები ღონისძიებაში „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში