11 მარტს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველმა, რასაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი მოჰყვა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, სპეცრაზმის მხრიდან ადრეული რეაგირების შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი დაზარალდებოდა და მატერიალური ზიანიც გაცილებით დიდი იქნებოდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ბათუმში 11 მარტს, სამართალდამცავთა სწრაფი და ეფექტური რეაგირების ნაკლოვანებები ბადებს ვარაუდს, რომ სახელმწიფო არ არის მზად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს.