გასული ღამით ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ხანძარი მოჰყვა. აეროპორტის ტერიტორია სქელმა კვამლმა მოიცვა. თვითმფრინავები აეროპორტში აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე დაეშვნენ.
ისრაელის არმიასა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებები გაძლიერდა.
ბეირუთის ასობით მკვიდრმა დატოვა სახლები კვირას, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ამზადებს თავდასხმებს ლიბანის ჰეზბოლას დაჯგუფების ობიექტებზე და მოუწოდა მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები.