დღეს ბათუმში, ცნობილი ხელოვანის, მხატვრის და არქიტექტორის, დუგლას ზამთარაძის მემორიალური დაფა და პერსონალური გამოფენა გაიხსნა. დუგლას ზამთარაძე წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის არქიტექტურულ სამსახურში. მხატვრობაში მას ძირითადად გრაფიკული ნამუშევრები ჰქონდა. დუგლას ზამთარაძეს წელს 85 წელი შეუსრულდებოდა.