პროექტი “კარგი მასპინძელი”

19 ოქტომბერი 2024, 11:58 316 ნახვა

პროექტი „კარგი მასპინძლის“  ფარგლებში  მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა.  საოჯახო სახლების „სხალთა“ და „მოყვარე“ მეპატრონეები პირველები აღმოჩნდნენ, ვინც პროექტით გათვალისწინებული ეტაპები წარმატებით გადალახეს. საოჯახო სასტუმროები სხალთისა და მერისის ხეობებში მდებარეობს და წლებია მასპინძლობენ ტურისტებს. პროექტი "კარგი მასპინძელი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო.

სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს უკვე დაუმზადდათ საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალები, სახლთან დაუმონტაჟდათ მანიშნებლები და გადაეცათ ბრენდირებული სუვენირები. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში