„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები იმერეთში გაგრძელდება.
ინფორმაციას პარტიის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.