"კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა, გეგმას კი სამი 4-4-4 ჰქვია. პრეზენტაციაზე ნიკა გვარამიამ განმარტა თუ რატომ შეარჩიეს ეს სახელწოდება და რა არის პარტიის პრიორიტეტი.
მისი თქმით, სამი ოთხიანი გულისხმობს ცვლილებებს და არამხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლებას.
გვარამიას განმარტებით, 4 არის მათი საარჩევნო ნომერი ბიულეტენში, ამის გარდა ჰპირდებიან ამომრჩევლებს, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები 4 დღეში.