გიორგი შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

17 ოქტომბერი 2024, 09:01 232 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. „ტენერიფემ“ სტუმრად საბერძნეთში „კოლოსოსი“ 71:47 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ ორი მოგება აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ესპანელები კვლავ სტუმრად ჩაატარებენ.

29 ოქტომბერს „ტენერიფე“ საფრანგეთში „სენ კვენტინს“ შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში