ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყველაზე მსხვილი დონორი ილონ მასკია

16 ოქტომბერი 2024, 10:05 255 ნახვა

ილონ მასკმა სამი თვის განმავლობაში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია 75 მილიონი დოლარით დააფინანსა, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ცდილობს  მილიარდერი გადამწყვეტი როლი ითამაშოს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვებაში.

ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,  მასკის მიერ შექმნილმა ამერიკის პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტმა, ივლის-სექტემბრის პერიოდში დაახლოებით 72 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

ეს უფრო მეტია, ვიდრე ტრამპის ნებისმიერი სხვა  მხარდამჭერის მიერ გაღებული თანხა. ტრამპის კამპანია ძირითადად ეყრდნობა გარე ჯგუფებს ამომრჩევლების მოსაზიდად, რაც იმას ნიშნავს, რომ  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს ტრამპსა და დემოკრატ კამალა ჰარისს შორის  არჩევნებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი