ბათუმის თოჯინების თეატრი თურქეთში გაემგზავრა

14 ოქტომბერი 2024, 21:02 517 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი ანკარის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. დასი გასტროლებზე თურქეთში დღეს გაემგზავრება. ფესტივალი არასაკონკურსოა და წელს მეათედ ტარდება. მასში ბათუმის თოჯინების თეატრი წელს პირველად მონაწილეობს.

მსახიობები ორი სპექტაკლით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ესენია: “ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ირაკლი კიკვაძის რეჟისურით, რომლის პრემიერაც წელს გაიმართა და ელენე მაცხონაშვილის „წერილი ჯერალდინას“, რომელიც წლებია არის დასის რეპერტუარში და სხვადასხვა საფესტივალო პროგრამაშიც არაერთხელ ყოფილა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში