ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მინისტერიალი

14 ოქტომბერი 2024, 20:49 267 ნახვა

ყველა საპატიო ტრიბუნიდან სიამაყით ვამბობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს, ღვინის სამშობლოს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს, ის ჩვენი კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქალაქ დიჟონში გამართულ მინისტერიალზე, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მინისტერიალს 30-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში