ბათუმის გმირთა ხეივანი FIABCI-Georgia-ს ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

13 ოქტომბერი 2024, 11:51 191 ნახვა

ბათუმი უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოვებას “FIABCI-Georgia Prix d’ExcellenceAwards 2024”-მ უმასპინძლა. "FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024"-ის  ნომინაციაში - საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა, ბათუმის გმირთა ხეივანმა გაიმარჯვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს სპეციალური პრიზი FIABCI-ის მსოფლიო  პრეზიდენტმა  რამონ რიერამ გადასცა.  საქართველოს უძრავი ქონების საუკეთესო პროექტები ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების სფეროს 150 წარმომადგენელმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის იყო საუკეთესო საცხოვრებელი შენობები, სასტუმრო, მრავალფუნქციური კომპლექსი, საკურორტო ზონები, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება,  ენერგოეფექტურობა. გამარჯვებულ კომპანიებს   შესაძლებლობა აქვთ პროექტები მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ. გასულ წელს ,,საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის" კატეგორიაში ,,აჭარაბეთ არენამ“ გაიმარჯვა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი