ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ მიწის საექსკავაციო პროცესი დაიწყება. 240 მლნ- ლარიან პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს. რომლის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აეროპორტი იქნება საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.